“ის-ის იყო, გვარამია სინოდის წევრად უნდა ეკურთხებინათ, რომ გაბუნიამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა” – ვის დასცინა ცოტნე გამსახურდიამ

"ის-ის იყო, გვარამია სინოდის წევრად უნდა ეკურთხებინათ, რომ გაბუნიამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა" - ვის დასცინა ცოტნე გამსახურდიამცოტა ხნის წინ ცოტნე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“ის-ის იყო, გვარამიამ მორწმუნის მანტია მოისხა და სადაცაა სინოდის წევრად უნდა ეკურთხებინათ მასთან კავშირში მყოფ სამღვდელო პირებს, მისმა თანამშრომელმა გაბუნიამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა. გაბუნიას უნიჭო, თუმც უწყინარი ანალოგიით ქრისტეზე ისარგებლა ეკლესიის იმ ნაწილმა, რომელსაც არ აწყობს გვარამიას გავლენების გაძლიერება საპატრიარქოში. დიდი ალბათობით მათ უჭერს მხარს ილია მეორეც, რომელიც არ დაჰყვა გვარამიას ცოტა ხნის წინანდელ შანტაჟს და დღევანდელი შეტევა რუსთავი-2 წინააღმდეგ სწორედ ეკლესიიდან წამოსული გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა ყოფილიყო გვარამიას მისამართით.

ეს ყველაფერი მარშის რიგითმა წევრებმა, ბუნებრივია, არ იციან, და არც გაბუნია ელოდა მსგავს რეაქციას. ადრე ბევრად უარესადაც უხუმრიათ მათი ეთერიდან… ვისწავლოთ მოვლენების არსის წვდომა.

რაც შეეხება თავად ეპიზოდს, მე მართლაც ვერაფერი დავინახე გაბუნიას ამ უკბილო ხუმრობაში შეურაცხმყოფელი, და ფრაზა – “ბოდიში მოუხადე ღმერთს”, ჩემის აზრით, ჩვეულებრივი მარაზმია.

ახლა საინტერესოა, გვარამიას შემდეგი ნაბიჯი რა იქნება…”