კვირიკაშვილი მარგველაშვილის წინააღმდეგ

კვირიკაშვილი მარგველაშვილის წინააღმდეგსაქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ პრემიერის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ, მედია საშუალებებიდან შეიტყო.
„პირველ რადიოსთან“ საუბრისას მომხდარს დავითაია, ქვეყანაში ინსტიტუციების არ არსებობას უკავშირებს.
დავითაია ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს შორის არსებულ დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესების და სახელმწიფოებრიობა ეწირება.
– ცალსახად ჩანს, რომ ინსტიტუტებს, ეს არის პარლამენტი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, კომუნიკაცია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ოკუპაცია, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პრობლემების გატანა, საუბარია იმაზე, რომ ხდება ანექსია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, არანაირი სახელმწიფოებრივი , კოორდინირებული პოლიტიკის წარმოება არ ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციური მიდგომა არ არის, ინსტიტუტები არ მუშაობენ, არ არსებობს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება თანამდებობის პირების მხრიდან. პრემიერ-მინისტრის მხრიდან პირველ რიგში, პარლამენტის მხრიდან და პრეზიდენტის მხრიდანაც, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ კოორდინაცია ნოლის ტოლია.
ამის მაგალითია კვირიკაშვილის განცხადება, რომელიც ამ დღეების განცხადებებმა აჩვენა, რომ იყო ერთპიროვნული განცხადება. ამის დასტურია ისიც, რომ პრემიერის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის მხრიდან.
სამწუხაროა ისიც რომ ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი ტელევიზიით ისმენს და მიმაჩნია, რომ ეს მისი სისუსტის ბრალია. ის რასაც აკეთებს პრემიერ-მინისტრის გასაგებია, მაგრამ პრეზიდენტის, სისუსტის ბრალია, რომ ტელევიზიით იგებს ყველაფერ ამას.
აქედან გამომდინარე, სანამ ასეთი სუსტი პიროვნებები იქნებიან წამყვან თანამდებობებზე და პიროვნული ქიშპი ექნებათ ერთმანეთში, ზიანდება ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. ინსტიტუციური მიდგომები არ არსებობს და ეს არის სერიოზული პრობლემა, – განაცხადა პაატა დავითაიამ.