58 წლის მძღოლმა 4 სხვა მძღოლი დაჭრა – სისხლიანი გარჩევა ვარკეთილში

58 წლის მძღოლმა 4 სხვა მძღოლი დაჭრა - სისხლიანი გარჩევა ვარკეთილშიშინაგან საქმეთა სამინისტრო გახოკიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც “ნიუპოსტს” უწყებიდან აცნობეს, N150 სამარშრუტო ტაქსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსიში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა – 1960 წელს დაბადებულმა ი.ჩ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა თანმხლებ პირებს – ამავე სამარშუტო ტაქსის მძღოლებს: 1977 წ.დ. ა. ზ-ს, 1965 წ.დ. გ. კ-ს, 1967 წ.დ. ვ. ი.-ს და 1961 წ.დ. გ. კ.-ს, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიციამ იგი ადგილზევე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა.

უწტების ცნობით, ინციდენტში მონაწილე ყველა მძღოლი იდენტიფიცირებულია. დაჭრილი პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.