კოპენჰაგენში თურქეთის საელჩოს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

კოპენჰაგენში თურქეთის საელჩოს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლესდანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში , თურქეთის საელჩოს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

შემთხვევა ღამით მოხდა, როცა შენობაში არავინ იმყოფებოდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, უმნიშვნელოდ დაზიანდა შენობის ექსტერიერი.

პოლიციის ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ისინი ორ პირს ეძებენ.