ლადო სადღობელაშვილი – მე ოჯახი მყავს და ნუ იზამთ, ბატონო მოსამართლე ისე, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსების ბედი ციხეში გადაწყდეს

ლადო სადღობელაშვილი - მე ოჯახი მყავს და ნუ იზამთ, ბატონო მოსამართლე ისე, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსების ბედი ციხეში გადაწყდესმე არ ვარ კრიმინალი. მე პოლიტიკოსი ვარ, – ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილმა საქალაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მის და „ქართული მარშის“ 5 წევრის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ. დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ ლადო სადღობელაშვილისთვის გირაოს გამოყენებას ითხოვს.

დაცვის მხარემ სასამართლოს 3 ათასი ლარიანი გირაო შესთავაზა. სასამართლოს სიტყვით ბრალდებულმა სადღობელაშვილმაც მიმართა.
“მე არ ვარ კრიმინალი. მე პოლიტიკოსი ვარ. შეიძლება ჩემი გამოსვლები ხისტი იყოს, თუმცა საფრთხეს არ წარმოვადგენ. ჩემი ქმედება დგომის და ფანჯარაზე დაკაკუნების გარდა, არაფერი იყო. „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მე ხელიც კი მკრა და ახლა ტვინის შერყევა მაქვს. მე, ოჯახი მყავს და ნუ იზამთ, ბატონო მოსამართლე ისე, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსების ბედი ციხეში გადაწყდეს”, – განაცხადა სადღობელაშვილმა.

19 მარტს „ქართული მარშის” წევრებმა „რუსთავი 2”-ის შენობასთან გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული შემდეგ რეპლიკა გააპროტესტეს: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”.

აქციის მონაწილეებმა არხის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით, 6 პირი კი, სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.