ლავროვი პოსტიდან მიდის

ლავროვი პოსტიდან მიდისრუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ახალი მთავრობის შემადგენლობაში არ შევა და თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეკომპანია RTVI იუწყება.
წყაროების ცნობით, ლავროვს უკვე რამდენიმე წელია თანამდებობის დატოვება სურს, ვინაიდან ის თავს გადაღლილად გრძნობს. თუმცა, პუტინის თხოვნით ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამინისტროს სათავეში დარჩა.
– ის, რომ მას დიდი ხანია წასვლა სურს, არავისთვის არის საიდუმლო, – განუცხადა RTVI-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა ლავროვი საკუთარ თანამდებობაზე.

ინტერპრესნიუსი