ლევან სუთიძე ნიკა გვარამიაზე – ”რუსთავი 2-მა ამ სამარცხვინო განცხადებით შექმნა საშიში პრეცედენტი”

ლევან სუთიძე ნიკა გვარამიაზე - ”რუსთავი 2-მა ამ სამარცხვინო განცხადებით შექმნა საშიში პრეცედენტი”გიორგი გაბუნიას გამონათქვამის გამო ნიკა გვარამიას მიერ მორწმუნეეებისთვის ბოდიშის მოხდას ლევან სუთიძე ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

”პატრიარქის მიმართ სასაცილო დითირამბები არ შევიმჩნიე და ეს უკვე მეტისმეტია. აგრესიული, პრორუსული ჯგუფების პროტესტის შემდეგ, სულ რომ საბოდიშოდ გქონდეს საქმე, რატომ უნდა მიაწერო გამარჯვება? თავი დავანებოთ იმას, რომ ეს “რელიგიური გრძნობები” თავიდან ბოლომდე სიბნელეში კონსტრუირებული მითია. რუსთავი 2-მა ამ სამარცხვინო განცხადებით შექმნა საშიში პრეცედენტი ყველა რელიგიის მიმომხილველი ჟურნალისტისთვის, რომ მომავალში ეს გაუგებარი ტერმინი გახდეს მათი საქმიანობის შეზღუდვის საფუძველი. რელიგიური სპეკულიანტობა არავისთვის კარგად არ დასრულებულა და არც ახლა დასრულდება. გაბუნიას ხუმრობების დაბლობის შექმნისთვის გაფრთხილება ერთი იქნებოდა, მაგრამ მისთვის ამ მოტივით საყვედურის გამოცხადება, გახლავთ ჩვეულებრივი ცენზურა”