მანანა არჩვაძე-გამსახურდია ნიკა გვარამიას – ”საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანე”

მანანა არჩვაძე-გამსახურდია ნიკა გვარამიას - ”საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანე”ცოტა ხნის წინ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ნიკა გვარამიას ფეისბუქით ასე მიმართა;

”წერილი ნიკა გვარამიას! რამ გაგაბოროტა,ვინ დაგავალა 2018წ.10.03რუსთავი-2ის საინფორმაციო გადაცემა , რომელიც ნოდარ მელაძესა და ეკა გაგუას
მიყავდათ,საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას სიცრუის,შეურაცხყოფის და სუიციდის ტირაჟირება მოუწყე ტელეეთერით.შენ კარგად იცი რა მოხდა 1993 წლის დეკემბერში სამეგრელოში,ნუთუ თავმოყვარეობაზე ისე უნდა აიღო ხელი ,რომ ამ სიბინძურეზე წახვიდე. შენ დაიცავი ზვიადის მკვლელები და მაქსიმალურად შეეცადეთ შეურაცხყოფა მიგეყენებინათ როგორც ზვიადის,ასევე მისი ოჯახისთვის.ასეთი სიბინძურის გავრცელებას , რომ მწვანე შუქი აუნთო ძალიან ბოროტი, დაუნახავი და კარიერისტი უნდა იყო.ვისგანაც დავალების შესრულებაში ,, გასამრჯელოს,, ელოდები ის გაგწირავს,თუ უკვე არ გაგწირა , ამ გადაცემაზე თანხმობის მიცემით. ერთს შეგახსენებ,შენ თუ აფხაზეთის ჩაბარება გახსოვს, არც ის დაგავიწყდება თუ რამდენგზის გაუწოდა დახმარების ხელი ზვიად გამსახურდიამ მამაშენს ანზორ გვარამიას. შენ არ იფიქრო, რომ მე იმის საზღაურს ვითხოვ, თუ ჟურნალისტობასა და კაცობაზე თავს დებ, პირველ რიგში მართალი უნდა იყო , იმ ადამიანთან ,რომელსაც ცხოვრებაში არ დაუმსახურებია უშიშროების ჯაშუშების, მკვლელების, მძარცველების, არაკაცების ტელეეთერში გამოყვანით, ზვიად გამსახურდიას გასამართლებისა და შეურაცხყოფის მიყენების ინტერესით. სირცხვილით უნდა იწვოდეს ყველა ,ვინც ამ სიბინძურეს დათანხმდა.( თუ სირცხვილის გრძნობა შერჩენილი აქვთ). 2018 წლის 10 მარტი ,,თქვენი ,, ტელევიზიის დახურვის დღეთ გამოცხადდა, აბა შენ იცი ,გააგრძელე ზვიადთან ომი და ცილისწამება სანამ უფსკრულში არ გადაიჩეხები, საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანე.”

ევრონიუსი

ზვიად გამსახურდიას პირად მცველს ცოტნე გამსახურდიამ 3 ტყვია ესროლა – რას ყვება ბაჩუკი გვანცელაძე