მარგველაშვილი – ”მე და პუტინი ხომ არ ვართ საველე მეთაურები ავტომატებით ხელში…”

მარგველაშვილი - ”მე და პუტინი ხომ არ ვართ საველე მეთაურები ავტომატებით ხელში...”შეხვდება თუ არა მარგველაშილი პუტინს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს პრეზიდენტს გადაცემა „პოლიტმეტრში“ მოუწია. გიორგი მარგველაშვილის თქმით, იმისთვის, რომ შეხვედრა შედგეს უნდა მომზადდეს საკითხები, რომელზეც ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ, თუმცა ამ საკითხთა სიის შეთანხმების საქმე წინ არ მიდის, შესაბამისად პრეზიდენტი ამ შეხვედრის პერსპექტივასაც ვერ ხედავს.

– მე ყოველთვის ვაფიქსირებდი პოზიციას, რომ შეხვედრას აქვს აზრი, თუ ჩვენ შევძლებთ და განვსაზღვრავთ იმ სპექტრს საკითხებისა, რომელიც გადასაწყვეტია. იმიტომ რომ შეხვედრა მხოლოდ ფოტოშესაძლებლობებისათვის და ხელის ჩამორთმევისათვის, ამას არავითარი დატვირთვა არ გააჩნია. ეს ხომ არის პოლიტიკური ურთიერთობები, ჩვენ ხომ შემთხვევით არ ვხვდებით ერთმანეთს, შემთხვევით ხომ არ გადავეყრებით, რომც გადავეყაროთ, ჩვენ ხომ უნდა გვქონდეს მომზადებული საკითხთა სია. ამ საკითხთა სიის შეთანხმებისას რჩება რაღაცა სივრცე, სადაც ლიდერები დეტალებს განიხილავენ. თუ პოლიტიკას უყურებ ტელევიზორით და გგონია, რომ შეხვდნენ და ხელი ჩამოართვეს და იქ მოხდა საკითხის გადაწყვეტა, ეს ასე არაა. რამდენჯერაც იყო საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან იმდენჯერ ძალიან ნათლად გამოითქვა, რა თქმა უნდა მოვამზადოთ საკითხები, მაგრამ რადგან ეს არ მიდის წინ, ჩვენ ხომ არ ვართ საველე მეთაურები, რომ ერთი ავტომატით გადავიდეს მეორესთან და რაღაცაზე შეთანხმდნენ, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნიუპოსტი