მარგველაშვილმა თბილისში დუდა მიიღო

მარგველაშვილმა თბილისში დუდა მიიღოსაქართველოს ტრანზიტული ვიზიტით ავღანეთიდან პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ეწვია.

პოლონელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა, სადაც ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე იმსჯელეს, საუბარისას განიხილეს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის პრეზიდენტ დუდას შესაძლო ვიზიტი, ასევე მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ნატო-ს მომავალ სამიტს.

ნიუპოსტი