მაურისიო პოჩეტინო: ”მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთში მხოლოდ უძლიერესი იმარჯვებს”

მაურისიო პოჩეტინო: ”მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთში მხოლოდ უძლიერესი იმარჯვებს”ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა მოურისიო პოჩეტინომ იუვენტუსთან მარცხის შემდეგ განაცხადა რომ მისი გუნდი უკეთეს შედეგს იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთში ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს:

”მთელი მატჩის მანძილზე უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ორმა შეცდომამ დაცვაში ყველაფერი წყალში ჩაყარა. ძალიან სამწუხაროა რომ ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ და მუშაობა განვაგრძოთ”–განაცხადა მაურისიო პოჩეტინომ.

ტოტენჰემი იუვენტუსთან 1:0 იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 1:2 დამარცხდა.