მერკელმა და მეიმ რუსეთის წინააღმდეგ შეთანხმებას მიაღწიეს

მერკელმა და მეიმ რუსეთის წინააღმდეგ შეთანხმებას მიაღწიესდიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი “რუსულ აგრესიასთან გამკლავების” შესახებ სპეციალურ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ვებგვერდზე წერია.

მეიმ გერმანელ კოლეგას სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა. ერთობლივი მოლაპარაკებების დროს, მერკელმა და მეიმ ტრამპის მიერ  ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე გადასახადების დაწესებაზე და ირანის ბირთვულ შეთანხმებაზეც იმსჯელეს.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მალევე, სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ტერეზა მეიმაც გააკეთა განმარტება და რუსი ჯაშუშის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის საქმის გამო, ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებდა. მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსკოვს ექსპოლკოვნიკის მოწამვლასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდეს.

პასუხად კრემლმა რუსეთიდან 23 ბრიტანელი დიპლომატი გააძევა.

სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან უპირებენ გაძევებას. ასეთი დიპლომატების რაოდენობა სულ ცოტა 150-ია.

იმედინიუსი