მეუფე პეტრე: „პრემიერი კამერების წინ ეზიარა ყველას დასანახად. ეს იყო ფარისევლობის მწვერვალი“

მეუფე პეტრე: „პრემიერი კამერების წინ ეზიარა ყველას დასანახად. ეს იყო ფარისევლობის მწვერვალი“თოქ-შოუ არჩევანში ჭყოდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ქვეყნის პრეზიდენტს უპრინციპო ადამიანი უწოდა. ეს განცხადება მეუფე პეტრემ გიორგი გაბუნიას შეკითხვაზე გააკეთა -უნდა შეიწყალოს თუ არა ციანიდის საქმეზე გასამართლებული გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა – ამ საკითხთან დაკავშირებით „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა. მეუფე პეტრეს განცხადებით, პატრიარქს გერმანიიდან ჩამოსვლისას პრეზიდენტი პატრიარქს აეროპორტში დახვდა და მან ძალიან კარგად იცოდა რა ბოროტებასთან გვქონდა საქმე. რამდენიმე დღეში კი ის უკვე ზეწოლას დაექვემდებარა.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი „ფარისეველს“ უწოდებს პრემიერ კვირიკაშვილს. მისი თქმით, პრემიერმა 2016 წელს დააანონსა, რომ 2017 წელი იქნებოდა წარმატებული, თუმცა ის დაიწყო ციანიდის საქმით, შემდეგ გაგრძელდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და მაჩალიკაშვილის ამბით.

,,მახსენდება 2016 წლის ბოლო. დეკემბრის თვე იყო, როდესაც მესტიაში პრეზეტაციაზე მან დააანონსა რომ 2017 წელი იქნება ძალიან წარმატებული წელი. რაღაც მე გულუბრყვილოდ მივიღე. დაიწყო 2017 წელი ციანიდის საქმით, შემდეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტით, რომელიც ასევე არასახელმწიფოებრივია, მაჩალიკაშვილი და პანკისის ხეობა და ა.შ. ეს სამიც კი საკმარისია…ფარისევლობის გვირგვინი იყო როდესაც, მიმაჩანია რომ ციანიდის საქმის ერთი ავტორის რჩევა შეასრულა, როდესაც საშობაო ღვთისმსახურებაზე საზეიმო წირვას დაესწრო და საზეიმოდ კამერების წინ ეზიარა ყველას დასანახად. ეს იყო ფარისევლობის მწვერვალი…“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ნიუპოსტი