მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას და გასამართლებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას და გასამართლებას ითხოვსსაქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა უკრაინაში ჩასავლელად და სასამართლოს წინაშე წარსადგომად, რათა დაამტკიცოს, რომ მას სამართალდამცველების მხრიდან უსუსური ბრალდებები აქვს წაყენებული. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია NEWSONE-ის ეთერში განაცხადა.

„ვემორჩილები უკრაინის კანონებს მაშინაც კი, როცა ამ კანონთა აღმასრულებლები სრული თაღლითები არიან. ჩამოვალ უკრაინაში ნებისმიერ დროს. მოვითხოვ, რომ საქმე განახლდეს. მოვითხოვ, გამასამართლოს უკრაინის სასამართლომ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ საკუთარ სიმართლეში“, – განაცხადა სააკაშვილმა.