მოჰამედ სალაჰი: ”სიტის დამარცხება შეგვიძლია”

მოჰამედ სალაჰი: ”სიტის დამარცხება შეგვიძლია”ლივერპულის ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა რომ მის გუნდს არავისი ეშინია და მათ შეუძლიათ მანჩესტერ სიტის დამარცხება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

სალაჰის აზრით ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის მოგების ისეთივე შანსი აქვს, როგორც სხვა გუნდებს: ”წლევანდელ სეზონში მანჩესტერ სიტი ერთხელ უკვე დავამარცხეთ და შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ. წინ რთული შეხვედრები გველის, მაგრამ მჯერა თანაგუნდელების და ვთვლი რომ შეუძლებელი არაფერია”–განაცხადა მოჰამედ სალაჰმა.

ლივერპულის და მანჩესტერ სიტის პირველი შეხვედრა 4 აპრილს გაიმართება.