ნივთიერება, რომლითაც სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მის ქალიშვილს სამგზავრო ჩანთაში ედო

ნივთიერება, რომლითაც სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მის ქალიშვილს სამგზავრო ჩანთაში ედონივთიერება, რომლითაც რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი მოწამლეს, მისი ქალიშვილის იულიას სამგზავრო ჩანთაში ინახებოდა. ამის შესახებ გამოცემა „ტელეგრაფს“ სპეცსამსახურებში საკუთარმა წყაროებმა აცნობეს.
მათი მტკიცებით, ნივთიერება ჩანთაში იყო დამალული, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით გაჟღენთილი შესაძლოა ყოფილიყო იულიას ტანსაცმელი, საჩუქრები ან კოსმეტიკა.
სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან გონებადაკარგულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოიწამლნენ.
2006 წელს მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ სერგეი სკრიპალს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობისას 1990-იან წლებში სკრიპალი ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა და ის ოფიციალურ ლონდონს სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას გადასცემდა.

2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სკრიპალი და ჯაშუშობისთვის გასამართლებული კიდევ ორი პირი შეიწყალა და აშშ-ში დაკავებულ 10 ადამიანზე გაცვალა.

გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და აშშ რუსეთს ბრიტანეთზე თავდასხმაში ადანაშაულებენ