ნიკა გვარამია – “ლადო სადღობელაშვილი დიდი ხანია, უნდა იყოს პატიმრობაში, რადგან პრორუსული ძალებისგან იღებს დაფინანსებას”

ნიკა გვარამია - "ლადო სადღობელაშვილი დიდი ხანია, უნდა იყოს პატიმრობაში, რადგან პრორუსული ძალებისგან იღებს დაფინანსებას"– უფრო მძიმე დანაშაული იქნა ჩადენილ და საჭიროა, რომ იყოს მიყვანილი ბოლომდე იმიტომ, რომ ხულიგნობის შემადგენლობაში ვერაფრით ვერ ჩაჯდება ის, რომ ადამიანები ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ თავისუფლების აღკვეთის პირობებში, – ასე გამოეხმაურა რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ლადო სადღობელაშვილის დაკავებას.

მან იმედი გამოთქვა, რომ მის მიმართ არ იქნება გამოყენებული საპროცესო შეთანხმება, ჯარიმა და მას შეუფარდებენ პატიმრობას.

– ლადო სადღობელაშვილი დიდი ხანია, უნდა იყოს პატიმრობაში. ის არის პრორუსული ძალის წარმომადგენელი. იმიტომ უნდა იყოს პატიმრობაში, რომ ამ პრორუსული ძალებისგან იგი იღებს დაფინანსებას და არამხოლოდ პრორუსული ძალებისგან, არამედ ცალკეული სამთავრობო დაჯგუფებებისგანაც და როგორც ჩანს, ცალკეული დაჯგუფებებისგანაც საპატრიარქოში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იღებს ფულს იმაში, რომ მოაწყოს ამგვარი ანგარიშსწორებები, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.