ნიკა გვარამია ქეთა თოფურიაზე: “პირდაპირ ვთქვათ, ეს ქალი საქართველოს მტერია”

ნიკა გვარამია ქეთა თოფურიაზე: “პირდაპირ ვთქვათ, ეს ქალი საქართველოს მტერია””პირდაპირ ვთქვათ – ეს ქალი საქართველოს მტერია და ამის ეთერში გამომყვანს…”, –  ასე გამოეხმაურა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერლის, ქეთა თოფურიას მოწოდებას, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხალხი ხმის მისაცემად წავიდნენ.

ქეთა თოფურიამ “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მოსახლეობას ასწავლის, როგორ მისცენ ხმა დისტანციურად იმ შემთხვევაში, თუკი საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ ახერხებენ.

მომღერლის ამ პოსტს დიდი აჟიოტაჟი და უარყოფითი კომენატრები მოჰყვა, მათ შორის, ქართველებისაც, რომლებსაც ქეთა თოფურიამ ასე უპასუხა:

“ხალხნო, ბრმა კლოუნები ხართ. დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუ…ნა და არა პუტინმა. მე მაინც არ ვიცნობდე პირადად გიჟს. რომ არ იცით დეტალები, გაჩუმდით. სულ ვცდილობ, რომ ვიყო პოლიტიკისგან შორს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან გავბრაზდი, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვა იმას, რომ წადით არჩევნებზეო, დავწერე. იქნება და წადით, პუტინისგან დაიხსენით თავითქო, მაგას ვგულისხმობ? იმასაც ვერ ხვდებით, რომ თუ არ წავლენ, უფრო გაუადვილდებათ გაყალბება. კი არ მეშინია მე ჩემი პოზიციის, ახლავე გაგაგებინებთ, რომ ჩემი აზრით, დღეს რომ აირჩიონ სხვა, რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი. აქ ისეთი ამბავი ატყდება, თქვენ რომ არ დაგესიზმრებათ, 2008 იქნება სიზმარი. ამიტომ სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც”, – წერს თოფურია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქეთა თოფურიას რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ.
დიდი აჟიოტაჟი ატყდა  2010 წელსაც, როცა ის საბჭოთა კავშირისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამხედრო ფორმით წარდგა და შეასრულა სიმღერა “ჩვენ გვჭირდება ერთი გამარჯვება”.

სარკენიუსი