ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეში ოთარ ფარცხალაძის და ოთარ პირველის გვარები გამოჩნდა

ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეში ოთარ ფარცხალაძის და ოთარ პირველის გვარები გამოჩნდასაბურთალოზე მოკლული ბიზნესმენის ნუგზარ კახიძის საქმეში  გამოძიება ბიზნესწილებთან დაკავშირებით მიმდინარე დავაზე მუშაობს, სწორედ ეს არის მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია.

მოკლულ ნუგზარ კახიძეს 2017 წლიდან დავა ყოფილ პარტნიორთან ოთარ პირველთან ჰქონდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, დავის მიზეზი კომპანია „ვარკეთილი 96“-ის მოგების გადანაწილება იყო. კახიძემ და ბაზრობის სხვა მეწილეების საჩივრის საფუძველზე, ფინანსურმა პოლიციამ გამოძიება 2017 წლის იანვარში დაიწყო და ოთარ პირველი დააკავა.

ოთარ პირველი გარდაცვლილ ნუგზარ კახიძეს ჩვენების შეცვლას დაჟინებით სთხოვდა, მაგრამ კახიძემ არ შეცვალა, რაც დავის მთავარ მტკიცებულება გახდა. სასამართლომ კახიძე დაზარალებულად აღიარა, ოთარ პირველი კი ბრალდებულად სცნო.

კომპანია „ვარკეთილი 96“-ის მეწილეების ინფორმაციით, ოთარ პირველს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მფარველობდა.

შეგახსენებთ, რომ ნუგზარ კახიძე გუშინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს.

ნიუპოსტი