პლანეტას ახალი ინფექცია ემუქრება: „დაავადება X“ მილიონობით ადამიანს შეიწირავს

პლანეტას ახალი ინფექცია ემუქრება: „დაავადება X“ მილიონობით ადამიანს შეიწირავსჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექიმებმა პლანეტარული მნიშვნელობის დაავადებათა ჩამონათვალში შეიტანეს ახალი „დაავადება იქსიც“, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ პანდემიის გამომწვევი და ჯერჯერობით შეუსწავლელი დაავადება ისეთივე დიდ მსხვერპლს მოიტანს, როგორიც „ესპანურმა გრიპმა“, ეგრეთ წოდებულმა ისპანკამ მოიტანა 1918-1919 წლებში, როდესაც 550 მლნ ადამიანი დაასნებოვნა და 50-100 მლნ კაცი შეიწირა.

შესაბამისად, მეცნიერები გეგმავენ, წინასწარ მიიღონ აუცილებელი ზომები საშიშ ინფექციასთან საბრძოლველად, რათა სწრაფი რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ საფრთხეზე.