პოლიციამ დინამო არენასთან მანქანიდან სათვალთვალო კამერა ამოიღო

პოლიციამ დინამო არენასთან მანქანიდან სათვალთვალო კამერა ამოიღოარსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი ავტომობილიდან ფარულად დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერა ამოიღეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 157-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფას გულისხმობს. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ასევე ცნობილია, რომ ავტომობილიდან ამოღებული ნივთი უკვე გადაეცა შესაბამის სამსახურს და მიმდინარეობს მისი ექსპერტიზა.
სამართალდამცავებმა “დინამო არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობა უკვე დაასრულეს. ადგილზე ასევე მობილიზებულნი იყვნენ გამნაღმველები, ვინაიდან თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო დამონტაჟებული.