პოლონეთმა შესაძლოა, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევოს

პოლონეთმა შესაძლოა, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევოსბრიტანეთის შემდეგ, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები შესაძლოა, პოლონეთმაც გააძევოს.

ამის შესახებ Gazeta Prawna წყაროზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, გრუ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის ბრიტანეთში მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, პოლონეთი რუსი დიპლომატების გაძევების შესაძლებლობას განიხილავს.

დიპლომატების გაძევების გარდა, პოლონეთმა შესაძლოა, სხვა სანქციებიც შემოიღოს, რომლებიც რუსეთის ეკონომიკისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

მედიის ინფორმაციით, სანქციების შემოღების საკითხი გასული კვირიდან განიხილება, თუმცა გადაწყვეტილება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე იყო გადადებული.

ამავე ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის პრემიერი მატეუშ მორვაცკი საკითხზე ბრიტანეთის პრემიერს ტერეზა მეის ესაუბრა.

დღესვე აღნიშნულ საკითხს მორვაცკი გერმანიის კანცლერ ნაგელა მერკელთანაც განიხილავს, რომელიც დღეს ვიზიტით ვარშავაში ჩადის.