პსჟ ზიდანს ეპატიჟება

პსჟ ზიდანს ეპატიჟებამომავალი სეზონისთვის პსჟ ახალ მწვრთნელს ეძებს და ამ გუნდის ხელმძღვანელობა რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს.

გავრცელდა ინფორმაცია რომ პსჟ ზინედინ ზიდანს ეპატიჟება და მას კოლოსალურ ანაზღაურებას სთავაზობს, თუმცა კონკრეტული ციფრები ცნობილი არ არის.

ზიდანს პარიზში ყველანაირი პირობა ექნება, მაგრამ ჯერჯერობით ზიზუ რეალიდან წასვლას არ ჩქარობს და ამბობს რომ ამ გუნდში მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.

ზიდანმა რეალი 2016 წლის ზამთარში ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდთან ერთად უკვე 5 ტიტული მოიგო.