პუტინი ისევ რუსეთის პრეზიდენტია

პუტინი ისევ რუსეთის პრეზიდენტიაროგორც მოსალოდნელი იყო, ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება.  ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შედეგად მან ხმათა 76.65% დააგროვა.
პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.
„~- მე ვხედავ იმედს და ნდობას. დიდი მადლობა, რომ ასეთი ძლიერი მრავალმილიონიანი გუნდი ვართ. წარმატება გველის, – განაცხადა პუტინმა.
მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინი გავიდა, ხოლო მესამეზე ვლადიმერ ჟირინოვსკი. ამომრჩეველთა აქტიურობამ 67% შეადგინა.