ჟოზე მოურინიო: ”მხოლოდ მომავალზე უნდა ვიფიქროთ”

ჟოზე მოურინიო: ”მხოლოდ მომავალზე უნდა ვიფიქროთ”მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სევილიასთან წაგების შემდეგ განაცხადა რომ მისმა გუნდმა ეს თამაში უნდა დაივიწყოს და მხოლოდ მომავალზე იფიქროს. მოურინიოს აზრით მანჩესტერს ცუდად არ უთამაშია, მაგრამ დამსახურებულად წააგო:

”პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და მეტოქეს არაფრის გაკეთების საშუალება არ მივეცით. მეორე ტაიმში არ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ეს თამაში უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ მომავალზე ვიფიქროთ. დარწმუნებული ვარ მომავალ წელს უფრო გავძლიერდებით”–განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.