რატომ მიიჩნევა ნალი ბედნიერების მომტან თილისმად? იცით თუ არა…

რატომ მიიჩნევა ნალი ბედნიერების მომტან თილისმად? იცით თუ არა...ამბობენ, რომ ნალი ისეთი დიდი მეცნიერის სახლის კარსაც კი ამშვენებდა, როგორიც ნილს ბორია. ერთხელ ფიზიკოსისთვის სტუმარს უკითხავს: ნუთუ ცრუ რწმენების მეცნიერებსაც სწამთ? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ნალი იმათაც ეხმარება, ვისაც მისი არ სწამს, – უპასუხია ფიზიკოსს.

მეტალისგან დამზადებული ნალები პირველად ძვ.წ-აღ-ის 1-ელ ათასწლეულში გამოჩნდა.
არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ძველ ეგვიპტეში, ფარაონის ცხენებს ოქროსგან დამზადებულ ნალებს აკრავდნენ.
ბუნებრივია, თუკი გზაზე ცხენს ნალი მოსძვრებოდა, ამ 200-გრამიანი ოქროს პოვნას ადამიანებისთვის უდიდესი სიხარული მოჰქონდა. შესაძლოა, სწორედ აქედან გაჩნდა რწმენა, რომლის თანახმადაც, ნალი ბედნიერების მომტან თილისმად მიიჩნევა.

ამბობენ, რომ ნალს წარმატება მოაქვს და სახლს ავი თვალისგან იცავს, ამიტომ საუკუნეებია, სახლის კარზე ნალის დაკიდების ტრადიცია არსებობს.

ამბობენ, რომ ყველაზე პოზიტიური ენერგეტიკის მატარებელი გზაზე ნაპოვნი, გაცვეთილი ნალია, რომელიც ცხენმა ხანგრძლივად ატარა.
კარზე დამაგრებული ნალი, რომელსაც ბოლოები ცისკენ აქვს მიმართული, ხვავისა და ბარაქის მომტანად მიიჩნევა, ხოლო ბოლოებით მიწისკენ – მავნე გარეგანი ზემოქმედებისგან დამცველად.
თილისმა-ნალის „მოქმედების ვადა“, თურმე, 100 წელია. ამის შემდეგ ძველი ნალი ახლით უნდა შეიცვალოს.

i-fakt.ru