რეზო გიგინეიშვილს ყოფილი ცოლი შვილისადმი უყურადღებობას აბრალებს

რეზო გიგინეიშვილს ყოფილი ცოლი შვილისადმი უყურადღებობას აბრალებს29 წლის ანასტასია კოჩეტკოვა 4 წლის მანძილზე იყო რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის მეუღლე. ისინი ერთად 2005-2009 წლებში ცხოვრობდნენ. 2006 წელს მათ გაუჩნდათ ქალიშვილი მარია, რომელიც მშობლების გაყრის შემდეგ დედასთან დარჩა და მასთამ ერთად აშშ-ში წავიდა საცხოვრებლად.

ამის შემდეგ რეზო ნადეჟდა მიხალკოვაზე დაქორწინდა, რომელსაც 2017 წელს გაეყარა. მათ 2 შვილი ჰყავთ – 6 წლის ნინა და 4 წლის ივანი.

ცოტა ხნის წინ კოჩეტკოვამ ინტერვიუში თქვა, რომ რეზო მათ 11 წლის გოგონას ყურადღებას თითქმის არ აქცევს.

– გული მტკივა, ცოტა ხნის წინ რეზო ამერიკაში იყო. ანჯელინა ჯოლისთან ფოტოს გადასაღებად დრო მონახა, ჩვენი გოგონა კი საერთოდ არ უნახავს, – თქვა ანასტასიამ.

მას არ სურს, რომ რეზომ მათი ქალიშვილი გააცნოს 2 სხვა შვილს, რომლებიც ნადეჟდა მიხალკოვასგან ჰყავს.

– მე ასეთი ყალბი ურთიერთობების წინააღმდეგი ვარ. არ არის საჭირო არც მაშას და არც იმ 2 ბავშვის ტრავმირება, – თქვა ანასტასიამ.

ფოტო: რეზო ქალიშვილთან ერთად