რუსეთში კანონიერი ქურდი გიორგი გუგუშვილი, „გოგი ფოტისკი“ დააკავეს

რუსეთში კანონიერი ქურდი გიორგი გუგუშვილი, „გოგი ფოტისკი“ დააკავესრუსეთის ქალაქ კრასნოგორსკში ე.წ კანონიერი ქურდი გიორგი გუგუშვილი, იგივე „გოგი ფოტისკი“ დააკავეს. როგორც რუსული მედია სამართალდამცავებზე დაყრდნობით იუწყება, ის ეჭვმიტანილია 2013 წელს ბიზნესმენ ალეკსანდრ ხარჩენკოს მკვლელობაში. გუგუშვილთამ ერთად დაკავებული იქნა ე.წ „კრიმინალური სამყაროს“ კიდევ ორი წარმომადგენელი. 360tv.ru-ს ინფორმაციით სამივე პირმა დაკავებისას სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია.

ბიზნესმენი ალეკსანდრ ხარჩენკო 2013 წლის 9 ივნისს მოსკოვში მოკლეს. ხარჩენკოს ჭრილობა გულის არეში დანით მიაყენეს. ხარჩენკო კვების ობიექტის Meat Point-ის მფლობელი იყო. როგორც ხარჩენკოს ახლობლები მაშინ აცხადებდნენ ბიზნესმენი მამით ჩეჩენი, დედით კი უკრაინელი იყო და გროზნოში დაიბადა, შემდეგ კი საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა, მოსკოვში ის მკვლელობამდე 4 წლით ადრე, 2009 წელს გადავიდა საცხოვრებლად.

თავად გიორგი გუგუშვილი კი 1971 წელს ქალაქ ფოთში დაიბადა. ის რამდენჯერმეა ნასამართლევი, ე.წ „კანონიერი ქურდის“ წოდება კი 2002 წელს მიიღო.

ნიუპოსტი