რუსთავში ნიღბიანმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა

რუსთავში ნიღბიანმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღაყაჩაღობა რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. უცნობი პირი სურსათის მაღაზიაში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხა მოითხოვა. არსებული ინფორმაციით მამაკაცს ნიღაბი ეკეთა, მან გამყიდველს 500 ლარამდე თანხა გამოსძალა და ადგილიდან მიიმალა. ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ, მაღაზიის მეპატრონე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი. ამოღებულია სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო მასალა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია, თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე არ მომხდარა. შსს-ში აცხადებენ რომ – “ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 179 მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.”