საპარტნიორო ფონდი “ბორჯომი ლიკანს“ “ყაზმუნაი გაზისგან“ გამოისყიდის და მერე გაყიდის

საპარტნიორო ფონდი "ბორჯომი ლიკანს“ "ყაზმუნაი გაზისგან“ გამოისყიდის და მერე გაყიდის– საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანს“ „ყაზმუნაი გაზისგან“ გამოისყიდის, – ამის შესახებ BM.ge-ის საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განუცხადა.

– როგორც ცნობილია, ამჟამად 50% არის საპარტნიoრო ფონდის, მეორე 50% კი – ყაზმუნაი გაზის“. ყაზახეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა აქტივი გაყიდოს. მათ ჩვენ შემოგვთავაზეს სასტუმროს 50%-ის შეძენა, რადგან პირველი შეთავაზების უფლება საპარტნიორო ფონდს აქვს და შეთავაზებას დავთანხმდით. გადავწყვიტეთ, რომ შევისყიდოთ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“, ჩავატაროთ სერიოზული რეფორმა და  შემდეგ, რა თქმა უნდა, საპარტნიორო ფონდი არ დაიტოვებს ამ სასტუმროს – მივიყვანთ განვითარების გარკვეულ მაღალ ეტაპზე და შემდეგ ალბათ ტენდერს გამოვაცხადებთ მის გაყიდვაზე, – განაცხადა საგანელიძემ.

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა სასტუმროს 50%-ის გამოსყიდვის სანაცვლოდ „ყაზმუნაი გაზისთვის“ გადასახდელი თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა.

– ეს არის ის თემები, რომელზეც ღიად მიკროფონთან არ უნდა ვისაუბროთ, – აღნიშნა მან.

მიმდინარე წლის 13 აპრილს Rixos-ის ბრენდი სასტუმრო “Rixos-ბორჯომს” ოფიციალურად დატოვებს.

აღნიშნული ინფორმაცია BM.ge-ის სს “ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ დირექტორმა შალვა ალავერდაშილმა დაუდასტურა და დასძინა, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.