საფრანგეთში დაჭრეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაჰიმ ნამაზოვი – მისი მეუღლე მოკლეს

საფრანგეთში დაჭრეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რაჰიმ ნამაზოვი - მისი მეუღლე მოკლესსაფრანგეთის ქალაქ ტულუზას მახლობლად უცნობმა პირებმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს რაჰიმ ნამაზოვს ესროლეს. ამის შესახებ ტელეარხი France3 იუწყება.

ინციდენტი კოლომიეს კომუნაში მოხდა. ნამაზოვის მანქანას, რომელშიც ასევე მისი მეუღლე იმყოფებოდა, დაეწია სხვა ავტომობილი, საიდანაც ჟურნალისტს 8-ჯერ ესროლეს.

„მამაკაცი ზურგში მძიმედ იყო დაჭრილი. მის მეუღლეს ტყვია თავში მოხვდა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქალი მოგვიანებით გარდაიცვალა“, – იუწყება France3.

ავტომობილი, რომლიდანაც ბოროტმოქმედები ისროდნენ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

რაჰიმ ნამაზოვი, რომელმაც აზერბაიჯანში დევნის გამო საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, ტულუზაში 2010 წლიდან ცხოვრობს.

ინტერპრესნიუსი