სკრიპალის საქმე – პარიზი ლონდონს მხარს უჭერს და აგენტის მოწამვლაში პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

სკრიპალის საქმე - პარიზი ლონდონს მხარს უჭერს და აგენტის მოწამვლაში პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებსსაფრანგეთი იზიარებს გაერთიანებული სამეფოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს სხვა „დამაჯერებელი ახსნა“ ვიდრე რუსეთის პასუხისმგებლობაა, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში.

ყოფილი ორმაგი აგენტის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზე მეის შეხვდა.

კვირის დასაწყისში გაერთიანებულმა სამეფომ აღნიშნულ საქმეზე გამომძიებლების მიერ შეგროვილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საფრანგეთის ინფორმირება მოახდინა, აღნიშნული მტკიცებულებები ამ თავდასხმაში რუსეთის პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს. საფრანგეთი იზიარებს გაერთიანებული სამეფოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს სხვა დამაჯერებელი ახსნა და კვლავ გამოხატავს სოლიდარობას თავისი მოკავშირის მიმართ.“- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.

ემანუელ მაკრონი და ტერეზა მეი „ამ მოვლენის საპასუხოდ ევროპისა და ტრანსატლანტიკური ერთიანობის მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ“, მათი თქმით „ისინი შეინარჩუნებენ მჭიდრო კონტაქტს უახლოეს დღეებში.