სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ძმებ გრიგორიანებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ძმებ გრიგორიანებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათსპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ძმები გრიგორიანები თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ ღამით მიიღო. გრიგორიანებს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში ადანაშაულებენ. ბრალდების მტკიცებით, საქმეში მოწმეთა ჩვენებებთან ერთად დანაშაულის დამადასტურებელი წერილობით მტკიცებულებებიც არსებობს.

დაცვის მხარე პროცესზე გრიგორიანების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა.