ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვააშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა. საქმე ეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას.

სანქციები 19 ფიზიკურ პირს და 1 ორგანიზაციას დაუწესდა.

ახალი სანქციები ეხება „ინტერნეტის კვლევით სააგენტოს“ ე.წ. რუსული „ტროლების ქარხანა“, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს , სოციალურ ქსელებში რუსული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ პოსტებს ავრცელებდა ამერიკელი მომხმარებლების სახელით. სანქციები შეეხო ევგენი პრიგოჟინსაც, კვლევითი სააგენტოს ფინანსურ მხარდამჭერს, რომელსაც ვლდიმირ პუტინთან ახლო კავშირები აქვს. ასევე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამმართველოსთანამშრომლები, ა

ოფიციალურმა ვაშინგტონმა სანქციების მეშვეობით „ამერიკის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ მოქმედების“ კანონი აამოქმედა, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევას უკავშირდება და რომელსაც ტრამპმა ხელი გასული წლის აგვისტოში მოაწერა.

ნიუპოსტი