ფოთის ”კოლხეთის” ფეხბურთელებით სავსე მანქანა შავშვებთან ამოტრიალდა – დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 6 მგზავრი

ფოთის ”კოლხეთის” ფეხბურთელებით სავსე მანქანა შავშვებთან ამოტრიალდა - დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 6 მგზავრიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, მერსედესის მარკის ავტომანქანა შავშვების მონაკვეთზე ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.

მანქანაში ფოთის საფებურთო კლუბ „კოლხეთის“ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად მანქანის მძღოლი გარდაიცვალა, 6 მგზავრი კი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა 3 მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, 3 კი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.