”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება თეა წულუკიანი გახდეს

”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი შეიძლება თეა წულუკიანი გახდესტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართული ოცნებისსაპრეზიდენტო კანდიდატი 2018 წლის არჩევნებზე, შესაძლოა, თეა წულუკიანი იყოს. არხი ამ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ერთადერთი ფუნქცია, რაც ამ პრეზიდენტის კონსტიტუციით აქვს არის კრიტიკულ მომენტში, ღმერთმა დაგვიფაროს, მთავარსარდლის ფუნქცია ევალება მას. ჩემი აზრით, ჩვენ რაღაცით იმაზედაც უნდა გავთვალოთ, რომ რამდენად შეძლებს ეს ადამიანი [თეა წულუკიანი] მთავარსარდლის მოვალეობის შესრულებას. გუნდმა რაც გადაწყვიტა, თეამ გაამართლა ის ნდობა. თუ გადაწყვიტა გაამართლებს, ალბათ”, – განუცხადა რუსთავი 2-სქართული ოცნების წვრმა, ენძელა მაჭავარიანმა.

თეა წულუკიანი 2012 წლიდან დღემდე იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობს.

მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც ქართულმა ოცნებამ დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად. მარგველაშვილსა და მმართველ პარტიას შორის რიგ საკითხებზე განხეთქილება კი გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე თვეში დაიწყო.

ონ.გე