”ქართულმა მარშმა” გიორგი გაბუნიას მანქანა დაუმტვრია და მას რუსთავი 2-ში არ უშვებს – პოლიციამ ტელეკომპანიის ეზოში 3 პირი დააკავა

”ქართულმა მარშმა” გიორგი გაბუნიას მანქანა დაუმტვრია და მას რუსთავი 2-ში არ უშვებს - პოლიციამ ტელეკომპანიის ეზოში 3 პირი დააკავა„რუსთავი2“- თან სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ე.წ „ქართული მარში“ რ2-ის გადაცემა „არჩევანის“ წამყვანს ტელეკომპანიის ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევდა და მას გზა გადაუკეტეს.

ქართული მარშის წარმომადგენლები გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან „არჩევანის“ ეთერში გააკეთა. მათი თქმით, გიორგი გაბუნიამ მკრეხელური განცხადება გააკეთა და მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

შენობასთან შეკრებილმა ლადო სადღობელაშვილმა და  „ქართული მარშის“ წევრებმა, ალყაში მოაქციეს მანქანა, რომლითაც გიორგი გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი, თამთა მურადაშვილი გადაადგილდებოდნენ და უკანონოდ აღუკვეთეს მათ თავისუფლება.

შეკრებილებმა დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და მურადაშვილი იმყოფებოდნენ.

გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული.

სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს.