ქურდული გარჩევა ზუგდიდში – 3 კაცი დაჭრეს

ქურდული გარჩევა ზუგდიდში - 3 კაცი დაჭრესზუგდიდში სამი ადამიანი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი ქურდულ გარჩევას უკავშირდება. სამივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზეა. დანარჩენ ორს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ამ წუთებშიც უტარდება.

ინციდენტი ქალაქის ცენტრში მოხდა. ორი პირი ცივი იარაღით არის დაჭრილი, ხოლო ერთს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება

გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.