შალვა ნათელაშვილი: „ქუთაისის მერიიდან ლეიბორისტი ირაკლი კიკვაძე, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს“

შალვა ნათელაშვილი: „ქუთაისის მერიიდან ლეიბორისტი ირაკლი კიკვაძე, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს“ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათლაშვილი აცხადებს, რომ ქუთაისის მერიიდან მისი თანაპარტიელი, ირაკლი კიკვაძე, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

ნათლაშვილის თქმით, ის გეგმავს, რომ საჩივარი შეიტანოს და მისი თანაპარტიელის უფლებები სამართლებრივად დაიცვას. ლეობორისტული პარტიის ლიდერი დახმარებას დიპლომატიურ კორპუსსაც სთხოვს.

„ჩვენ შეგვაქვს სარჩელი და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვთ, მონიტორინგი გაუწიოს სარჩელის განხილვის პროცესს, რომელიც ეხება ევროპაში უკვე უპრეცედენტო პოლიტიკური დევნის ნათელ და ილუსტრირებულ მაგალითს,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.