ზუგდიდში ძველი აბანოს შენობიდან მოზარდი გადმოვარდა – საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა

ზუგდიდში ძველი აბანოს შენობიდან მოზარდი გადმოვარდა - საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრაზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მდებარე ორსართულიანი შენობიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

საავადმყოფოს ინფორმაციით, პაციენტს შუბლის არეში ღია ჭრილობა აქვს და სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ნიკა ჭეჟიას თქმით, მას მოტეხილობები არ აქვს და მუცლის ღრუც წესრიგშია.

– ძილიანობისკენაა მიდრეკილი და ამ ეტაპზე შესაბამისი გამოკვლევა უტარდება, – თქვა ჭეჟიამ.

არსებული ინფორმაციით, ის სხვა მოზარდებათან ერთად ძველი აბანოს შენობაში იმყოფებოდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო