შსს – “დინამოს სტადიონთან პოლიცია უკანონო ჩანაწერებს ეძებს”

შსს - "დინამოს სტადიონთან პოლიცია უკანონო ჩანაწერებს ეძებს"შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დინამო არენასთან ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ სიცრუეა.

“პირWელს” უწყებაში დაუდასტურეს, რომ ადგილზე სამართალ დამცველები სამძებრო სამუშაოებს ასრულებენ, თუმცა ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

შსს-ში განმარტეს, რომ გამოძიება 157-ე პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას, შენახვას, გამოყენებას, გავრცელებას ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარ უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.