ჰარი კეინმა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს

ჰარი კეინმა შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოსტოტენჰემის და ინგლისის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ჰარი კეინმა ბორმუტთან შეხვედრის დროს ტრავმა მიიღო და მან შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს.

კეინმა კოჭის ტრავმა მიიღო და ეს ტრავმა საკმაოდ სერიოზულია. პირველადი ინფორმაციის მიხედვით კეინს მინიმუმ ორი თვე დასჭირდება, მაგრამ ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში. შესაძლებელია ტოტენჰემის ფორვარდმა 3 თვე გამოტოვოს.

კეინი ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ ის თავის პოზიციას ვერ შეინარჩუნებს, რადგან საკლუბო სეზონი მისთვის დასრულებულია.