24 წლის ამერიკელი მამაკაცი „ქალთევზად” გადაიქცა 

ამერიკის ფლორიდის შტატში მცხოვრები კრისტიან რილი ბავშვობიდან მულტფილმ „ქალთევზას“ ფანი იყო და წყალქვეშეთის ბინადართა ცხოვრება იტაცებდა. როცა გაიზარდა, მან თავისი დიდი ხნის ოცნება აისრულა…

კრისტიანს 1600 დოლარად სილიკონისგან თევზის კუდი დაუმზადეს, რომლის დახმარებითაც მას ცურვა შეუძლია – ზღვაში, აუზში და სახლში, საკუთარ აბაზანაში.

საზოგადოებრივ აუზებში მას კუდით არ უშვებენ.
კრისტიანის განცხადებით, მისი მეგობრები აღფრთოვანებულები არიან. უცნობები კი, როცა ის ოკეანეში ცურავს, სხვადასხვაგვარად რეაგირებენ.
ერთი გამვლელის განცხადებით, მას წვერიანი „ქალთევზა“ არასდროს უნახავს. მაგრამ რატომაც არა? ადამიანთა უმრავლესობა კრისტიანისადმი კეთილგანწყობას გამოხატავს და მასთან სურათებსაც იღებს.
– მე მომწონს ჩემი ცხოვრება. არა მარტო იმიტომ, რომ „ქალთევზად“ ყოფნა მომწონს, არამედ იმიტომ რომ მე მუდამ მსურდა, გამეკეთებინა ის, რაც მომწონდა. სწორედ ამიტომ ასეთი ბედნიერი თევზი ვარ, – ამბობს ამერიკელი.
კრისტიანი ამბობს, რომ კუდით ცურვა უფრო უადვილდება და ის – „თავისუფლების საოცარი გრძნობით ტკბება“. მაგრამ ეს აქსესუარი გარკვეულ დისკომფორტსაც იწვევს. „კუდის ერთსაათიანი ტარების შემდეგ ფეხების ტკივილი მეწყება“, – აღიარებს „ქალთევზა“.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018