“$300 მლნ პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით შემოვა საქართველოში”

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშილი „საქართველოს კაპიტალის“ მიერ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 300 მლნ დოლარის ევროობლიგაციების განთავსებას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან წარმატებად აფასებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
– მინდა შევეხო „საქართველოს კაპიტალის“ მიერ 300 მილიონი დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების საფონდო ბირჟაზე განთავსებას. ეს არის პირველი ასეთი ფაქტი, როდესაც საქართველოში არსებულმა არასაფინანსო კომპანიამ, საინვესტიციო ბიზნესჰოლდინგმა, 300 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები განათავსა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. ეს არის 300 მილიონი დოლარი, რომელიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით შემოვა საქართველოში და დაბანდდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურისტული ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, მეღვინეობა და სხვადასხვა სექტორების განვითარება. ნამდვილად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ამ ჯგუფთან ერთად ჩვენ გვექნება დღეს შეხვედრა და ერთობლივი პრეზენტაცია ამ შედეგის, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) BGEO-ს შვილობილ „საქართველოს კაპიტალის“ ევრობონდებში 60 მილიონი დოლარი დააბანდა.
„საქართველოს კაპიტალის“ მიერ გამოშვებული ევრობონდების ჯამური მოცულობა 300 მილიონი დოლარია. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები გამოუშვა.
ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. ობლიგაციების სარგებელი 6.125% -ია, დაფარვის ვადა 2024 წელი.

ბიზნესმედია

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018