44 წლის ჰაიდი კლუმი 28 წლის ტომას კაულიტცს ხვდება

44 წლის ცნობილმა მოდელმა ჰაიდი კლუმმა ჭორები მისი ახალი სასიყვარულო რომანის შესახებ დაადასტურა. აღმოჩნდა, რომ მისი ახალი რჩეული 28 წლის მუსიკოსია. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

ტომას კაულიტცი ჯგუფ Tokio Hotel-ის გიტარისტია. წყვილი მანამდე ურთიერთობას საიდუმლოდ ინახავდა. თუმცა, პაპარაცებმა წყვილი რამდენიმე კვირის წინ ერთად გადაიღეს.

ამ რომანამდე ტოპმოდელი 13 წლით უმცროს ვიტო შნაბელს 3 წლის განმავლობაში ხვდებოდა. მანამდე კი მომღერალ სილზე იყო დაქორწინებული. წყვილი ერთად 2005-2014 წლებში ცხოვრობდა.

ჰაიდი კლუმი 4 შვილის დედაა. ელენა 13 წლისაა, ჰენრი 12-ის, იანი 11-ის,  ხოლო უმცროსი ლუ 8 წლისაა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018