99 წლის ავსტრალიელმა მოცურავე ჯორჯ კორონესმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა

99 წლის ავსტრალიელმა მოცურავე ჯორჯ კორონესმა მსოფლიოს რეკორდი დაამყარა99 წლის ავსტრალიელმა მოცურავე ჯორჯ კორონესმა თავის ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, მას შემდეგ, რაც თავისუფალ სტილში 50 მეტრი 56,12 წამში დაფარა.

ამჟამად მის შედეგს მსოფლიო ფედერაცია ამოწმებს.

ავსტრალიის კვისლენდის შტატში გამართულ შეჯიბრში მან 100-104 წლიანების კატეგორიაში მიიღო მონაწილეობა, რადგან ერთ თვეში მას 100 წელი უსრულდება. მოცურავე თავის თავს ეჯიბრებოდა, რადგან იგი ამ ასაკის ერთადერთი მოცურავე იყო.

თავად მოცურავე შედეგით უაღრესად კმაყოფილია.

ნიუპოსტი