ანგელა მერკელზე თავდასხმა სცადეს

ანგელა მერკელზე თავდასხმა სცადესგერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე თავდასხმა სცადეს. გერმანული მედიის ცნობით, უცნობმა კაცმა მერკელზე თავდასხმა გერმანიის პარლამენტის შენობასთან სცადა.

Die Welt-ის ცნობით, მას შემდეგ რაც ანგელა მერკელმა პარლამენტის შენობა დატოვა, გარეთ მისი მიმართულებით უცნობი კაცი შეძახილებით დაიძრა. პოლიციამ ის დააკავა.

დღეს გერმანიის პარლამენტმა ანგელა მერკელი კანცლერად მეოთე ვადით აირჩია. მან ბუნდესტაგის 709 დეპუტატიდან 324 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.

იმედინიუსი