სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევების საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პარტნიორი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვად აფასებს.
– ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა. ამ შემთხვევაში ეს არის მხარდაჭერა კონკრეტულად დიდი ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯისა. საელჩოს რუსეთის სექციის თანამშრომლის გაშვება არის ამ მხარდაჭერის დადასტურება, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთს სოლიდარობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც უცხადებს და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს.
ნიუპოსტი