არჩილ თალაკვაძე – “საქართველო რუსეთთან ოკუპაციის საკითხს მშვიდობიანად მოაგვარებს”

არჩილ თალაკვაძე - "საქართველო რუსეთთან ოკუპაციის საკითხს მშვიდობიანად მოაგვარებს"– საქართველოს ამერიკისა და ევროკავშირიდან აქვს მხარდაჭერა, რომ რუსეთთან მშვიდობიანი გზით მოგვარდეს ოკუპაციის საკითხი, რაც შემდეგ რაუნდებში უფრო აქტიურად განიხილება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ჟენევის ფორმატი არის მთავარი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომ ქვეყანამ მშვიდობიანი გზით შეძლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და იმ პრობლემების მოგვარება, რაც აქვს რუსეთის ფედერაციასთან, ოკუპაციის თვალსაზრისით.
– ჩვენ ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ მომდევნო რაუნდზე უფრო აქტიურად დავაყენოთ საკითხი, რათა რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულება ძალის გამოუყენებლობაზე, ასევე, გაიყვანოს ჯარები და შეწყვიტოს ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები. ნურვის ექნება განცდა, რომ ჩვენი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაული დავიწყებას მიეცემა, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერპრესნიუსი