აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში დატოვა

აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში დატოვანიუ-იორკში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ ის გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა და გადაწყვეტილების გამოცხადებისას ბრალდებულის მხრიდან ქვეყნის დატოვების საფრთხეებზე ისაუბრა.

ქართველი სპორტსმენები, რომლებიც ხურციძეს თავდებში დაუდგნენ აცხადებენ რომ ბრალდება აბსურდულია.

ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული წლის 8 ივნისს დააკავეს. ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მაყაშვილი კი 13 ივნისს, ერთი პირის თავდებობისა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

იმედინიუსი